iსკოლა
ვებინარები

პროექტები

  • ახალი საგანმანათლებლო პროექტი საქართველოში
    განათლების კოალიციის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი ახალი საგანმანათლებლო პროექტი დისტანციური სწავლების ხელშეწყობისთვის შექმნილი ონლაინ პლატფორმაა, რომელიც ხორციელდება COVID-19 პანდემიაზე სწრაფი რეაგირების ფარგლებში. პროექტის მიზანია სკოლამდელი და ზოგადი განათლების სფეროში განათლების უფლების დაცვისა და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა. პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის - „iსკოლის“ ფარგლებში პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის შეიქმნა საშინაო დავალებების კრებულები სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით. მოსწავლეებს შეუძლიათ ჩამოტვირთონ დავალებები და დამოუკიდებლად შეასრულონ, ასევე, გაეცნონ საჭირო მასალებს. სასწავლო მასალები ხელმისაწვდომია მასწავლებლებისთვისაც. აქ თავმოყრილი სასწავლო რესურსები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეუმსუბუქებს ონლაინ რეჟიმზე გადასვლის თანმდევ სირთულეებს. საგნობრივი ჯგუფების განყოფილებებში მოსწავლეებსა და მასწავლებლებს დახვდებათ მკაფიო, ცხადი, შემეცნებითი და საინტერესო სავარჯიშოები და დავალებები. ასევე, ამ დავალებების შესასრულებლად საჭირო თეორიული მასალა, დამხმარე რესურსები, ჰიპერბმულები, რომლებიც დამატებითი ცნობებით უზრუნველყოფს მათ. დავალებების კვირეული პაკეტების შექმნაზე საგნობრივ ჯგუფებში მუშაობენ გამოცდილი პედაგოგები და ეროვნული სასწავლო გეგმების კურიკულუმის განვითარების ექსპერტები. მათ მიერ შემუშავებული მეთოდოლოგია მოსწავლის ინტერესებზეა მორგებული. სკოლამდელი დაწესებულებების აღსაზრდელების მშობლებისთვის მზადდება გადაცემათა ციკლი სხვადასხვა თემაზე - „ბავშვთა ადრეული განვითარება - რჩევები მშობლებს". აქ თავმოყრილი მასალა ადრეულ ასაკში ბავშვის განვითარების ხელშეწყობას შეეხება - როგორ უნდა მოვაწყოთ ბავშვისთვის განმავითარებელი გარემო შინ, როგორ უნდა შევუწყოთ მის მრავალმხრივ განვითარებას სხვადასხვა ტიპის თამაშით ხელი და როგორ დავგეგმოთ ბავშვისთვის საინტერესო დღე. ასავე შეიქმნება მრავალფეროვანი ონლიანრესურსიც. პროექტის მხარდამჭერები არიან: სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, დიდი ბრიტანეთის მთავრობა, ა
    სრულად

ვიდეო რესურსები

    • ენა: ინგლისური
    • თარიღი:

    ICTE Conference_Elena Petrova_Teaching Grammar in Context


    0 0
    • ენა: ქართული
    • თარიღი: 2020

    კორონავირუსის ანატომია


    GS Intergator

    2,5 2
    • ენა: ქართული
    • თარიღი:

    სფეროს მოცულობა


    0 0
    • ენა: ქართული
    • თარიღი: 2018

    პოზიტიური დისციპლინა


    გაეროს ბავშვთა ფონდი; განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;

    5 0
    • ენა: ქართული
    • თარიღი:

    მსჯელობა უცნობ ცვლადებზე: გაყოფადობა


    0 0
    • ენა: ქართული
    • თარიღი:

    მონაწილეობა სკოლის თვითმართველობაში, მასწავლებლის წიგნი


    0 0

ელექტრონული წიგნები

    • ენა: ქართული
    • თარიღი: 2017

    სეპარაცია


    მადონა პირველაშვილი

    0 0
    • ენა: ქართული
    • თარიღი:

    "3D Organon Anatomy" ჩონჩხი


    ჯი ეს ინტეგრატორი

    3,2 1
    • ენა: ქართული
    • თარიღი: 2014

    მუზეუმი, ისტორია, არტეფაქტი - გრემის მუზეუმი


    ირმა დოლიძემ, გვანცა გეგეჭკორმა

    3 4
    • ენა: ინგლისური
    • თარიღი: 2017

    UPLISTSIKHE HISTORICAL-ARCHITECTURAL MUSEUM-RESERVE


    0 0
    • ენა: ქართული
    • თარიღი: 2016

    მუზეუმი და კულტურული მემკვიდრეობა - III


    პროექტის იდეის ავტორი და განხორციელება: ირმა დოლიძე, ეკა კაჭარავა

    3,7 3
    • ენა: ქართული
    • თარიღი: 2012

    მსოფლიო კულტურა მასწავლებლის წიგნი


    ჟოზეფინა გუგავა

    5 2
    • ენა: ქართული
    • თარიღი: 2012

    თამაშები და აქტივობები სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის


    თამარ ბაქრაძე ნინო ჯიჯავაძე ანა ჯანელიძე

    0 0
    • ენა: ქართული
    • თარიღი: 2020

    ბაღები პანდემიის დროს (პრაქტიკული გზამკლევი სკოლამდელი დაწესებულებებისათვის (საპილოტე ვერსია)


    0 0
    • ენა: ქართული
    • თარიღი: 2011

    საბავშვო ბაღის აღმზრდელის დამხმარა სახელმძღვანელო


    ია აფთარაშვილი ნანა დალაქიშვილი რუსუდან თაყაიშვილი ნინო ლაბარტყავა ნათია ნიაური ბუბა ოჩიაური ქეთევან ქობალია თამარ ხაჯალია

    0 0
    • ენა: ქართული
    • თარიღი: 2011

    ათი განსაკუთრებული გაკვეთილი


    0 0

ბლოგები

  • ჩინეთმა გამოაცხადა ციფრული იუანისთვის განკუთვნილი „ოფლაინ-საფულის“ მზადყოფნა ტესტირებისთვის
    მოსალოდნელია, რომ საფულე, რომლის მეშვეობით შესაძლებელი იქნება თანხის გადარიცხვა მონაწილე მხარეების ინტერნეტთან დაკავშირების გარეშე, გამოყენებულ იქნება ციფრული იუანის საპოლოტე პროექტის მომდევნო ეტაპზე. ამის შესახებ აცხადებს 8btc ჩინეთის CBDC ინსტიტუტის დირექტორის განცხადებაზე დაყრდნობით.  ხსენებულმა პირმა განაცხადა, რომ აპლიკაცია „მთლიანად შემუშავებულია და აქვს მოსახერხებელი სამომხმარებლო ინტერფეისი“.   მისი თქმით, შენჩჟენის მუნიციპალური ხელისუფლების მიერ ინიცირებულ საპილოტე პროექტში მონაწილეთა ენთუზიაზმმა მოლოდინს გადააჭარბა.  12 ოქტომბერს საქალაქო ხელისუფლებამ დაარიგა 50 ათასი „წითელი კონვერტი“, გამარჯვებულებმა მიიღეს 200 ციფრული იუანი, რომლის დახარჯვა შესაძლებელია 3389 სავაჭრო წერტილში.  ლატარეაში მონაწილეობის განაცხადი შენჩჟენის თითქმის ორმა მილიონმა მაცხოვრებელმა შეიტანა.  ექსპერტიმენტი გახლდათ პირველი ვარიანტი ჩინეთის ციფრული ვალუტის (DCEP) საგადახდო სისტემის შესამოწმებლად საზოგადოების მონაწილეობით. CBDC ინსტიტუტის დირექტორის განცხადების თანახმად პილოტში გამოყენებული იყო ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული, CBDC-ის მეტად მარტივი ფუნქციები.  ჩინეთის სახალხო ბანკმა ტესტირებისთვის შეარჩია მსხვილი კომპანიები და სახელმწიფო ფინანსური დაწესებულებები.  იმის შესახებ, რომ DCEP აპლიკაციის დეველოპერები განიხილავენ მობილურ ტელეფონებს შორის ოფლაინ-ტრანზაქციებს, ცნობილი გახდა შენჩჟენში ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ.  Primitive Ventures-ის მმართველი პარტნიორი დოვი ვანი თვლის, რომ DCEP-ზე გადასვლისთანავე ცენტრალური ბანკი კიდევ უფრო მეტ კონტროლს მიიღებს მონეტარულ პოლიტიკაზე.     წყარო: Overclockers GE
    სრულად
  • NVIDIA ამზადებს მობილურ ვიდეო დაფებს - RTX 3080 Max-Q, RTX 3070 Max-Q, RTX 3060 Max Q და P Ampere
    მობილური NVIDIA GeForce RTX 30 ვიდეო დაფების ხაზი შემუშავების ეტაპზეა, სულ მცირე ოთხი ვარიანტი დამყარებული იქნება Ampere არქიტექტურაზე. ინფორმაცია ვრცელდება Harukaze5719-ის მიერ, რომელმაც განაცხადა, რომ high-end კლასის მობილური მოწყობილობების მახასიათებლები იგზავნება პარტნიორებთან, ანონსი კი მოსალოდნელია CES 2021-ზე.   NVIDIA-მ გაგზავნა საწყისი მახასიათებლები და გზავნის პირველ „პრიორიტეტულ“ შეკვეთებს GeForce RTX 30 სერიის მობილურ გრაფიკულ პროცესორებზე. RTX 30 სერიის მობილური მოწყობილობების ხაზი ჩაანაცვლებს ამჟამად არსებულ RTX 20 სერიის მოწყობილობებს, რომლებიც დამყარებულია Turing არქიტექტურაზე, ამასთან შემოგვთავაზებს გაუმჯობესებულ წარმადობას. შეგვიძლია ვიხილოთ TGP-ის დიდი განსხვავება Max-Q მოდელებსა (ოპტიმიზებული ეფექტურობა) და Max-P მოდელებს შორის (ოპტიმიზებული წარმადობა) ამ თაობაში.    NVIDIA გვთავაზობს მინიმუმ ოთხ ვარიანტს GeForce RTX 30 გრაფიკული პროცესორების ხაზიდან ლეპტოპებისთვის. მათ მიეკუთვნება GeForce RTX 3080, RTX 3070, RTX 3060 Max-Q და RTX 3060 Max-P. ამ ხაზში შესაძლებელია ველოდოთ დეკსტოპ კომპიუტერებისთვის განკუთვნილ GeForce RTX 3080 დაფების მსგავს მახასიათებლებს, თუმცა შემცირებული ტაქტის სიხშირეებით. ასევე ცხადია, რომ NVIDIA გამოიყენებს GDDR6 მეხსიერებას GDDR6X-ის ნაცვლად RTX 3080 Max-Q დაფებში. NVIDIA GeForce RTX 3070 ხელმისავწდომი იქნება მხოლოდ Max-Q ვერსიის სახით და იგი განკუთვნილია მაღალი წარმადობის ლეპტოპების მქონე ენთუზიასტებისთვის. მობილური გრაფიკული პროცესორი RTX 3070 წარმოდგენილი იქნება SK Hynix GDDR6 მეხსიერებით, ნომინალური ძაბვა იქნება 1.2 ვატი, სიჩქარე - 12 გბ/წმ. შედარებისთვის, დესკტოპ ვერსიის სიჩქარეა 14 გბ/წმ.    მობილურ GeForce RTX 3060-ს ექნება შემცირებულია გრაფიკული პროცესორი GA104 ან GA106 და ეს დაფაც ხელმისაწვდომი იქნება&
    სრულად
  • უკეთესი, ვიდრე მოსალოდნელი იყო: Apple iPhone 12-მა ექვსი მეტრის ნაცვლად ცხრა მეტრზე ჩაძირვას გაუძლო
    iPhone 12-ის განსაკუთრებულ მახასიათებლებს შორისაა გაუმჯობესებული დაცვა წყლისგან. სტანდარტი, რომლითაც სერტიფიცირებული არის სმარტფონი, იგივეა - IP68. თუმცა კომპანიამ განაცხადა ჩაძირვის სამმაგი სიღრმის შესახებ. თუკი iPhone 11-ს ოფიციალური სერტიფიკაციის მიხედვით შეუძლია გაძლოს 2 მეტრამდე წყალში ჩაძირვისას, iPhone 12-ს შეუძლია გაძლოს 6 მეტრზე. YouTube-არხ EverythingApplePro-ს ავტორებმა ეს ფუნქცია პრაქტიკაში შეამოწმეს.   ექსპერიმენტში ორივე მოწყობილობა მონაწილეობდა. პირველი ეტაპი მოიაზრებდა iPhone 11-ისა და iPhone 12-ის 2 მეტრ სიმაღლეზე ჩაძირვას 30 წუთის განმავლობაში, ე.ი. გასული წლის მოდელის რეკომენდაციების შესაბამისად. ტესტირების შემდეგ სმარტფონებმა გამართულად გააგრძელეს მუშაობა.  წყალგამძლეობის შემოწმების მეორე ეტაპზე სმარტფონები მოათავსეს 5.49 მეტრ სიღრმეზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ სიღრმეზე გაჩერება საპასპორტო მონაცემების მიხედვით დაშვებულია მხოლოდ iPhone 12-ისთვის, iPhone 11 არ გამორიცხეს გამოცდიდან. როგორც აღმოჩნდა, არც ისე ტყუილად: რეკომენდებული ნიშნულის სამმაგი ზრდის მიუხედავად სმარტფონმა უპრობლემოდ გადაიტანა ექსტრემალური წყალქვეშა პროცედურები.  წარმატებული ექსპერიმენტით წახალისებულმა ექსპერიმენტატორებმა ორივე iPhone კიდევ უფრო დიდ სიღრმეზე, 9.14 მეტრზე ჩაძირეს. წყლის ქვეშ სმარტფონებმა გაძლეს 21 წუთი და წყლიდან ამოღების შემდეგ ორივე ფუნქციონირებდა.  თუმცა, როგორც არხის ავტორებმა აღნიშნეს, წყალქვეშ ჩაძირვისგან მიყენებული შედეგი შესაძლოა გამოვლინდეს არა მაშინვე, არამედ რამდენიმე დღეში. Apple მომხმარებლებს აფრთხილებს თავის ვებ-გვერდზე, რომ გაჯეტების წყალგაუმტარი თვისებები შეიძლება შემცირდეს სტანდარტული მოხმარების შედეგად. წყალთან კონტაქტის გამო მოწყობილობების დაზიანება ანულირებს მის გარანტიას.    წყარო: Overclockers GE
    სრულად
  • მაიკ ნოვოგრაცი: PayPal-ის მსგავსად კრიპტოვალუტას Visa და Mastercard-იც მიიღებენ
    მას შემდეგ, რაც საგადახდო კომპანია PayPal-მა გამოაცხადა Bitcoin-ისა და მრავალი სხვა კრიპტოვალუტის მხარდაჭერის დაწყება, მის მაგალითს სამომავლოდ მიჰყვებიან ისეთი გიგანტები, როგორებიცაა Visa, Mastercard და American Express. ამგვარი აზრი გამოთქვა Bloomberg-თან ინტერვიუში Galaxy Investment-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ ნოვოგრაცმა.  მისი მოლოდინის თანახმად, Visa-მ და Mastercard-მა შესაძლოა მათ პარტნიორ მერჩანტებს კრიპტოვალუტებზე, მათ შორის Stablecoin-ებზე, წვდომა წლის განმავლობაში შესთავაზონ.  „უკვე აღარ ჩნდება კითხვა - წარმოადგენს თუ არა კრიპტოვალუტები ინტერესის ობიექტს, არის თუ არა Bitcoin-ი აქტივი, გახდება თუ არა ბლოკჩეინი ფინანსური ინფრასტრუქტურის ნაწილი. საკითხავი არის არა ის, მოხდება თუ არა, არამედ ის - როდის მოხდება. ყველა კომპანიას უნდა ჰქონდეს საკუთარი გეგმა“ - განაცხადა ნოვოგრაცმა.  ამასთან, Bitcoin-ზე საუბრისას ნოვოგრაცი მასში ხედავს ფასეულობის დაგროვების საშუალებას და ეჭვი ეპარება, რომ კრიპტოვალუტა ფართო გავრცელებას ჰპოვებს საგადახდო საშუალების ფორმით.   „არ ვფიქრობ, რომ ეს მოხდება უახლოეს ხუთ წელიწადში. Bitcoin-ი გამოიყენება დაგროვების საშუალებად, ამიტომ როგორც ოქრო, ასევე ციფრული ოქრო, იგი უბრალოდ ზრდას გააგრძელებს. სულ უფრო მეტი ადამიანი მოისურვებს მის ჩართვას საკუთარ საფულეში“ - აღნიშნა ნოვოგრაცმა.  შეგახსენებთ, PayPal-მა გამოაცხადა Bitcoin-ის, Bitcoin Cash-ის, Ethereum-ისა და Litecoin-ის ყიდვის, გაყიდვისა და შენახვის ფუნქციის ამოქმედება ოთხშაბათს, 21 ოქტომბერს. კომპანია ელის, რომ ახალი ფუნქცია ხელს შეუწყობს კრიპტოვალუტების გლობალურ გამოყენებას და მოამზადებს ქსელს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტებისთვის.  მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროდუქციის ხაზის გაფართოების მიზნით PayPal განიხილა
    სრულად
  • Intel Xe DG1 ვიდეო დაფის პირველი ტესტები შთამბეჭდავი ვერ არის - 16.5%-ით ნელი GeForce MX350-თან შედარებით
    როგორც ცნობილია, Intel-ს უკვე მზად აქვს გრაფიკული პროცესორი Xe DG2, რომელიც განკუთვნილია ენთუზიასტებისთვის და ექნება წარმადობის მაღალი მაჩვენებლებით. ექსპერტები ვარაუდობენ, იგი კომპანიას საშუალებას მისცემს შეუერთდეს AMD-სა და NVIDIA-ს და ისინი ვიდეო დაფების ბაზარზე შეავიწროვოს. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ OEM-მწარმოებლებმა სატესტოდ უკვე მიიღეს პირველი დაფა სახელწოდებით Iris Xe Max (DG1).   გავრცელდა ახალი ვიდეო დაფის პირველი ტესტირების შედეგები ბენჩმარკ Geekbench 5-ზე. დაფას აქვს GDDR6 ტიპის 3 გბ გრაფიკული მეხსიერება 768 Shader-ბირთვით. GPU-ის ტაქტის სიხშირეა 1.5 გჰც. როგორც აღმოჩნდა, DG1 მოძველებულ GeForce MX330 ვერსიას მხოლოდ 5.6%-ით აღემატება, GeForce MX350-ს კი 16.5%-ით ჩამორჩება. საინტერესოა ის, რომ კონკურენტ დაფას მხოლოდ 2 გბ ვიდეომეხსიერება აქვს, DG1-ს კი - სამი. ასევე, თუკი ახალ დაფას შევადარებთ ისეთ მოძველებულ ვიდეო დაფას, როგორიცაა Radeon RX 550X, DG1 დაფა AMD-ის ყველაზე ნელ გრაფიკულ ჩიპს 6%-ით აღემატება.    როგორც გამოდის, Intel-ის პირველმა ვიდეო დაფამ ვერ გაამართლა. DG1 გათვლილი იყო ულტრაბიუჯეტურ ვიდეო დაფებთან კონკურენციაზე, თუმცა ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მათ ჩამორჩებოდა წარმადობით. საბოლოოდ, ბევრს რამეს ფასი გადაწყვეტს: თუკი Intel მომგებიან ფასს დაადებს, შესაძლოა სიტუაცია შეიცვალოს. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ, პირველადი მონაცემებით Xe Max_ს საშუალება აქვს იმუშავოს პროცესორში ინტეგრირებულ Xe გრაფიკულ ბირთვთან ერთად, რაც სიჩქარის საგრძნობ ზრდას განაპირობებს.    წყარო: Overclockers GE
    სრულად