iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

CFTC-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა წარადგინა ციფრული დოლარის whitepaper

CFTC-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა წარადგინა ციფრული დოლარის whitepaper

თარიღი: 01/06/2020

პარტნიორი: Overclockers GE

არაკომერციულმა ორგანიზაციამ, რომელსაც ხელმძღვანელობს სასწრაფო საბირჟო ვარობის კომისის ყოფილი თავმჯდომარე კრისტოფერ ჯანკარლო, გამოუშვა ციფრული დოლარის პროექტის whitepaper.  

ჯანკარლოსთან ერთად ამ ინიციატივაში გადამწყვეტ როლს თამაშობს CFTC-ის ინოვაციების ყოფილი დირექტორი დენიელ გორფინი. მთავარი ტექნოლოგიური პარტნიორია კომპანია Accenture, რომელიც დეკემბერში გახდა შვედეთის ცენტრალური ბანკის პარტნიორი ციფრული კრონის საპილოტე პროექტში. 

„The Digital Dollar Project“-ის მიზანია CBDC-ის შექმნის დაჩქარება, whitepaper-ის გამოშვება კი გადამწყვეტი ნაბიჯია ამ მიმართულებით“ -  განაცხადა გორფინმა. 

ჯანკარლომ შეასრულა პირობა, რომ არაუგვიანეს მაისისა წარადგენდა დოკუმენტს, რომელშიც მოცემული იქნებოდა „ციფრული დოლარის ძირითადი ელემენტები და შემოთავაზებული უპირატესობები“. 50-გვერდიან დოკუმენტში დეტალურადაა აღწერილი ქვეყნის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის გამოყენების პოტენციური შესაძლებლობები. 

ციფრული დოლარის პროექტის whitepaper შეგიძლიათ იხილოთ ბმულზეhttps://bit.ly/2Xgs8ns 

ციფრული დოლარის გამოყენების ერთ-ერთ მიმართულებად ავტორები მიიჩნევენ აშშ-სა და მექსიკას შორის ფულადი გადარიცხვების ორგანიზაციას. whitepaper-ში მოყვანილია Pew Reasearch-ის მონაცემები, რომელთა ანახმად ამგვარი ტრანზაქციების ჯამურმა მოცულობამ 2019 წელს 30 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. 

წარმატების შემხვევაში შესაძოა მოხდეს გამოცდილების მასშტაბირეა ტრანსსასაზღვრო გადახდებში, რომელთა ამური მოცულობა McKinsey & Company-ს მონაცემებით 2018 წელს 136 ტრილიონი აშშ დოლარი იყო. 

დაინტერესებული მხარეების, სახელმწიფო ორგანოებისა და ჩვენი საკონსულტაციო ჯგუფის წყალობით ვაპირებთ გავაუმჯობესოთ  გამოყენების ეს შემხვევები და გამოვაცხადოთ პოტენციური საპილოტე პროექტები გადაწყვეტილებების ფასეულობისა და საფუძვლიანობის შემოწმებისთვის“ - მითითებულია დოკუმენტში. 

გორფინმა აღნიშნა, რომ საპილოტე პროექტების ამოქმედება შესაძლოა შეეხოს ცალკეული გამოყენების შემხვევებსა და მათ ცალკეულ ასპექტებსაც კი. 

Digital Dollar Project-ში არ ისწრაფვიან მოხდეს რევოლუცია ამჟამად არსებულ ფინანსურ სისტემაში: Whitepaper-ში ხაზგასმულია სწრაფვა არსებული რეგულაციური ჩარჩოების ფარგლებში მუშაობისკენ. მიიჩნევა, რომ ციფრული დოლარი ფედერალური რეზერვებიდან კომერციულ ბანკებში შევა, შემდეგ კი მოსახლეობაში: 

„ციფრული დოლარი გავრცელდება კომერციული ბანკების ორდონიან სისტემასა და რეგულირებად შუამავლებში“. 

ამავე დროს გორფინის აზრით Digital Dollar Project გამოიწვევს ნაწილობრივ დეცენტრალიზაციას: 

პირველ რიგში კერძო სექტორზე, რეგულირებად ბანკებსა და პროვაიდერების სერვისებზე დაყრდნობა ოპტიმალური მიდგომაა. საზოგადოებრივი გადაწყვეტილებები ყოველთვის იძლეოდა წარმოქმნილი პრობლემებისა და შეზღუდვების მოგვარების შესაძლებლობას. ასე გაჩნდა ფედერალური სარეზერვო სისტემა, რომელიც გადაწყვეტილებების მიღებაში პოლიტიკოსების აზრებისგან დამოუკიდებელია“. 

Whitepaper-ში აღნიშნულია, რომ CBDC მოვა KYC/AML პროცედურების მოხოვნებთან შესაბამისობაში. ამავე დროს ინიციატივის ავტორების აზრით ცირული დოლარისთვის გადამწყვეტი გამოწვევა იქნება კონფიდენციალურობის პრობლემა, რომლის გადაჭრისთვის საჭირო გახდება კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა. 

„საბოლოო ჯამში, ეს არის პოლიტიკური არჩევანი, რომელიც ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს“ - დაასკვნა გორფინმა. 

COVID-19-ის პანდემიამ დიდი დისკუსია გამოიწვია ფინანსური სისტემის იმგვარად რეფორმირების აუცილებლობასან დაკავშირებით, რომელიც უკეთ მოახდენდა რეაგირებას საზოგადობის მოხოვნებზე. ეკონომიკის მხარდასაჭერი პროგრამის შემუშავებისას დემოკრატებმა გამოთქვეს შემოავაზება - შექმნილიყო დოლარის ციფრული ვერსია და საფულე გადახდების სტიმულირებისთვის. ბოლო გამოცემაში ეს დებულებები ამოღებულია. 

 

წყარო: Overclockers GE