iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

Bitmain-მა წარადგინა Antminer T19 Bitcoin-ის მოპოვებისთვის

Bitmain-მა წარადგინა Antminer T19 Bitcoin-ის მოპოვებისთვის

თარიღი: 02/06/2020

პარტნიორი: Overclockers GE

კრიპტოვალუტების მომპოვებელი აღჭურვილობების წამყვანა მწარმოებელმა კომპანია Bitmain-მა გაყიდვაში გამოუშვა ახალი მოწყობილობა Antminer T19. იგი განკუთვნილია Bitcoin-ისა და სხვა კრიპტოვალუტების მოპოვებისთვის SHA256 ალგორითმზე.  

ძირითადი მახასიათებლები: 

  • ჰეშრეითი — 84 TH/s ± 3%; 

  • ენერგომოხმარება — 3150 ვტ ±5%; 

  • ფასი — 1749 აშშ დოლარი. 

F2pool-ის მიხედვით, 0,05 კვტ/სთ ღირებულების ელექტროენერგიისა და Bitcoin-ის ამამინდელი 9552 აშშ დოლარიანი კურსის პირობებში Antminer T19-ის მიერ მოტანილი მოგება შეადგენს 3.14 აშშ დოლარს დღე-ღამეში. ამგვარად, მოწყობილობის ღირებულების გამოსყიდვის დროა 18.5 თვე. ამ მაჩვენებლის მიხედვით იგი მეექვსე ადგილზეა სხვა მაინერებს შორის. 

image.png 

Bitmain-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ Antminer T19-ში გამოყენებულია კვების ახალი სისტემა და პროგრამული უზრუნველყოფა. მის წყალობით კრიპტოვალუტების მოპოვების პროცესი უფრო ეფექტური და მომგებიანია. გარდა ამისა, მოწყობილობა უფრო სწრაფად ირთვება T17 სერიის მაინერებთან შედარებით. 

მოწყობილობის მიწოდება დაიწყება 21-30 ივნისის პერიოდში. გაყიდვა შეზღუდულია -  ერთ ადამიანზე გაიცემა ორი ეგზემპლარი. Bitmain-ში აღნიშნავენ, რომ ეს გახლავთ აუცილებელი პირობა მოწყობილობის ხელმისაწვდომობის ამაღლებისთვის. 

მაისის დასაწყისში ბევრმა მაინინგ-კომპანიამ Bitmain-ს ბრალი დასდო წუნდებული Antminer S17+ მოწყობილობების მიწოდებაში. 

ჩინელმა მომხმარებლებმაც გააკრიტიკეს Antminer 17-ის საიმედოობა. მათი ინფორმაციით მოწყობილობის გაუმართაობამ 30%-ს მიაღწია. 

 

წყარო: Overclockers GE