iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

შვეიცარიის ბანკი მომხმარებლებს შესთავაზებს Bitcoin-ში ინვესტირებას

შვეიცარიის ბანკი მომხმარებლებს შესთავაზებს Bitcoin-ში ინვესტირებას

თარიღი: 07/08/2020

პარტნიორი: Overclockers GE

ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი შვეიცარიული Basler Kantonalbank მომდევნო წლიდან მომხმარებლებს შესთავაზებს Bitcoin-ში ინვესტირების შესაძლებლობას. 

ციფრული აქტივების შენახვისა და ვაჭრობის შეთავაზებას აამოქმედებს ბანკის შვილობილი კომპანია Cler. 

ცნობილია, რომ Basler Kantonalbank გახდება შვეიცარიის პირველი კანტონური ბანკი, რომელიც საქმიანობას კრიპტოვალუტების ინდუსტრიაში დაიწყებს. ამჟამად ციფრული ვალუტების სფეროში ქვეყნის მასშტაბით დომინირებენ კრიპტო-ბანკები Seba და Sygnum, აგრეთვე ტრადიციული საკრედიტო-საფინანსო მონაწილეები, რომელთა შორისაა Falcon და Maerki Baumann. 

ბანკში აღნინავენ, რომ კრიპტოვალუტების მხარეს გადასვლა განაპირობა იმ ახალგაზრდა კლიენტურის მხრიდან არსებულმა მოთხოვნამ, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ციფრულ აქტივებში ინვესტირებით. 

Cler-მა უკვე დაიქირავა კრიპტოვალუტების ექსპერტი, რომელიც უხელმძღვანელებს კომპანიის ციფრული აქტივების ქვეგანყოფილებას. 

შეგახსენებთ, ერთ-ერთი უმსხვილესი შვეიცარიული ბანკის, Julius Baer-ის მოგება გაიზარდა წლის პირველ ნახევარში კრიპტოვალუტების სერვისების ამოქმედების ფონზე. 

 

წყარო: Overclockers GE