iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

ახალი MacBook Air მალე გამოვა: მისმა ბატარეამ კორეაში სერტიფიცირება გაიარა

ახალი MacBook Air მალე გამოვა: მისმა ბატარეამ კორეაში სერტიფიცირება გაიარა

თარიღი: 08/08/2020

პარტნიორი: Overclockers GE

ვრცელდება ცნობები, რომ განახლებული MacBook Air შესაძლოა მოსალოდნელზე ადრე გამოვიდეს. ადრე უკვე გამოჩნდა ინფორმაცია, რომ ახალი ულტრაბუკის ბატარეა სერტიფიცირებულია ჩინური და დანიური მარეგულირებლების მიერ. ახალი ცნობების თანხმად, ასეთივე ბატარეის სერტიფიცირება მოხდა სამხრეთკორეული ორგანიზაცია Safety Korea Certification-ის მიერ.  

პარალელურად, გამოჩნდა ამ ბატარეის ფოტო, რომელიც დამაჯერებლად მიუთითებს იმაზე, რომ იგი განკუთვნილია MacBook Air-ისთვის. ბატარეის მოდელის ნომერია A2389, მოცულობა შეადგენს 4380 მა/სთ-ს. ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად როდის გამოვა ახალი MacBook Air. ცნობილია, რომ იგი იქნება Apple-ის ერთ-ერთი პირველი კომპიუტერი, რომელიც დამყარებული იქნება კომპანიის საკუთარ ARM-პროცესორზე და ბაზარზე გამოვა მიმდინარე წლის ბოლომდე. 

image.jpeg 

macrumors.com 

საკუთარი წარმოების ჩიპებზე გადასვლის შესახებ Apple-მა განაცხადა WWDC კონფერენციაზე მიმდინარე წლის ივნისში. მოსალოდნელია, რომ ეს პროცესი ორ წელიწადს გაგრძელდება. თუმცა კომპანიას არ დაუკონკრეტებია, პირველად კომპიუტერის რომელ მოდელს ექნებოდა ახალი პროცესორი. 

მოსალოდნელია, რომ წარმადობის ზრდის პარალელურად, Apple-ის ARM-პროცესორები უზრუნველყოფენ არნახულ ავტონომიურობას ბევრად უფრო მაღალი ენერგოეფექტურობის გამო, ვიდრე Intel-ის ამამად არსებული პროცესორები. მიიჩნევა, რომ 49,9 ვტ·სთ ბატარეა უზრუნველყოფს MacBook Air-ს 11-საათიანი მუშაობით ვებ-გვერდების ნახვის რეჟიმში. 

 

წყარო: Overclockers GE