iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

Bitcoin-ფიუჩერსების დღიურმა სავაჭრო მოცულობამ bakkt-ზე წინა მაქსიმუმს 200 %-ით გადააჭარბა

Bitcoin-ფიუჩერსების დღიურმა სავაჭრო მოცულობამ bakkt-ზე წინა მაქსიმუმს 200 %-ით გადააჭარბა

თარიღი: 08/08/2020

პარტნიორი: Overclockers GE

გასულ კვირაში Bitcoin-ის აღმასვლის ფონზე Bitcoin-ფიუჩერსების დღიურმა სავაჭრო ბრუნვამ ინსტიტუციონალურ პლატფორმა Bakkt-ზე ახალი, 132 მლნ აშშ დოლარიანი მაქსიმუმი დააფიქსირა, რაც თითქმის 200 %-ით მეტია წინა რეკორდზე (42 მლნ აშშ დოლარი) - აღნიშნავენ Arcane Research-ის ანალიტიკოსები.  

120 მლნ აშშ დოლარიან ნიშნულს დღიურმა სავაჭრო ბრუნვამ გასულ კვირაში ორჯერ გადააარბა, ორშაბათსა და სამშაბათს, როდესაც პირველმა კრიპტოვალუტამ გაარღვია 10-ათასიანი და 11-ათას აშშ დოლარიანი დონეები. 

ჯამში, გასულ კვირაში BTC-ფიუჩერსების ღია პოზიციების მოცულობა პლატფორმაზე 24 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა, შესაბამისად - დაალოებით 550 %-ით - 16 ივლისის მინიმუმთან შედარებით. 

Arcane Research-ში აღნიშნავენ, რომ ეს მონაცემები მოწმობს Bitcoin-ის მიმართ ინსტიტუციონალური ინვესტორების მხრიდან ინტერესის ზრდაზე. ამ ფაქტს ადასტურებს BTC-ფიუჩერსებში ღია პოზიციების მოცულობა ჩიკაგოს სავაჭრო ბირჟაზე, რომელმაც 850 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 

შეგახსენებთ, ადრე Bakkt-მა და მაი ნოვოგრაცის კრიპტო-ბანკმა -  Galaxy Digital-მა დააანონსეს ახალი სავაჭრო და კასტოდიალური გადაწყვეტილების ამოქმედება ინსტიტუციონალებისთვის. 

 

წყარო: Overclockers GE