iსკოლა
ვებინარები
პარტნიორები

სსიპ თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი

ქ. თელავი, ერეკლე მეორეს მოედანი N 7
+995 350 27 15 28
www.telavitheatre.ge
www.facebook.com/TelaviTheatre
თელავის თეატრის ისტორია ერეკლე II მეფობის პერიოდში იწყება. მეფე ერეკლეს მიერ რუსეთში სწავლა-განათლების მისაღებად გაგზავნილმა ახალგაზრდათა ერთმა ჯგუფმა (დავით ბატონიშვილი, ერასტი თურქესტანიშვილი, ივანე ორბელიანი, გიორგი ავალიშვილი), სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, გადაწყვიტა თეატრალური დასის შექმნა. თეატრს სათავეში ედგა გიორგი ავალიშვილი. ამავე დროს თეატრში სპექტაკლებს დგავდა თეატრალური ხელოვნებით გატაცებული გაბრიელ მაიორი. "ერეკლეს თეატრში" ასევე მოღვაწეობდა დავით მაჩაბელი "წარჩინებულთა მესაკრავეთა და მსახიობთაგან მეფისაი, მუსიკოსი და კომედიანტი და ესე იყო უფროსი მსახიობთა და ცნობილი იყო სამეფოსა სახლსა შინა". 1795 წელს, აღა-მაჰმად ხანის შემოსევისას, მაჩაბელი იარაღასხმული მიუძღოდა მებრძოლ მსახიობთა რაზმს. იგი გმირულად დაიღუპა თანამებრძოლებთან ერთად უთანასწორო ბრძოლაში. ამავე ბრძოლაში დაიღუპა გაბრიელ მაიორიც. ქართული პროფესიული თეატრის განახლების შემდეგ, პირველ ოფიციალურ ცნობას თელავის თეატრის შესახებ 1867 წელს გვაწვდის გაზეთი "ივერია". თელავის თეატრში მოღვაწეობდნენ ცნობილი ადამიანები: მაკო საფაროვა-აბაშიძისა, ლადო მესხიშვილი, დავით აწყურელი (გამყრელიძე), ვასო აბაშიძე, ნატო გაბუნია, ალ. ყაზბეგი, სერგო ზაქარიაძე, კოტე მარჯანიშვილი და სხვ. წელს თელავის თეატრმა 260-ე სეზონი გახსნა და მის შემოქმედებას კარგად იცნობს მთელი საქართველო.
    • ენა: ქართული
    • თარიღი:

    "კაცია ადამიანი?!"


    ილია ჭავჭავაძე

    0 2
    • ენა: ქართული
    • თარიღი:

    "დარაბებს მიღმა გაზაფხულია"


    ლაშა თაბუკაშვილი

    0 2
    • ენა: ქართული
    • თარიღი:

    "შესანიშნავი შვიდეული" თელავიდან...


    თემურ ხუნაშვილი

    0 2
    • ენა: ქართული
    • თარიღი:

    "ჰორაციო"


    უილიამ შექსპირი

    0 1
    • ენა: ქართული
    • თარიღი:

    "ვინ ვართ ჩვენ?!..."


    ალექსანდრე პეტროვი

    0 1
    • ენა: ქართული
    • თარიღი:

    "შობის მეთორმეტე ღამე"


    უილიამ შექსპირი

    0 1
    • ენა: ქართული
    • თარიღი:

    "მაჩაბელა"


    ზაზა დათიშვილი

    0 1